12:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-31 23:50:30, 1716 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს უმასპინძლეს. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იუნკერებთან ერთად ისადილეს.

საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics