10:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 11:26:49, 1025 ნახვა

სამხედრო
უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევას კიევის მიმდებარე ტერიტორიაზე - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევას კიევის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული ძალების გაყვანის დროს. - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით უკრაინული ჯარების მცდელობები ირპინიდან ბუჩასა და გოსტომელამდე წინსვლის მცდელობები გრძელდება.

"აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინელმა ჯარებმა გააძლიერეს ძირითადი მარშრუტი ხარკოვის აღმოსავლეთით სასტიკი ბრძოლების შემდეგ. ეს მოხდა ტროსტიანეცის განთავისუფლების შემდეგ, სუმის მახლობლად, ამ კვირის დასაწყისში", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს გოსტომელის აეროპორტიდან, სადაც ბრძოლები კონფლიქტის პირველივე დღიდან მიმდინარეობს. აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინამ აღადგინა კონტროლი რამდენიმე სოფელზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დნესტრისპირეთში რუსული ჯარების გააქტიურების შესახებ განაცხადა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადეს სამუშაოების გააქტიურება რუსული ჯარის ნაწილების მოსაზიდად, რომლებიც ე.წ. "PMR"-ში არიან დაფუძნებული, უკრაინის საზღვარზე პროვოკაციებისა და საჩვენებელი მოქმედებების განსახორციელებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics