10:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 13:49:55, 878 ნახვა

სამხედრო
სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 სამხედრო მოსამსახურეს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ  და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები სამხედრო მოსამსახურეებს ანა დოლიძემ, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ გადასცეს.

კურსი 21 კვირის განმავლობაში, სამ მოდულად მიმდინარეობდა. დავით აღმაშენებლი სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცხრა და სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ოცეულის დონეზე საინჟინრო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების ღონისძიებები შეისწავლეს.  სწავლების მონაწილეებმა საველე და საშტაბო, ასევე, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics