00:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 16:31:25, 2025 ნახვა

ეკონომიკა
შინაური ცხოველებისთვის სილამაზის სალონი „Hot Dogs“ გაიხსნა

ვაკეში, თაყაიშვილის ქ. N 4ა- ში შინაური ცხოველებისთვის ევროპული სტანდარტის სილამაზის სალონი “Hot Dogs“ გაიხსნა.
სალონში შინაური ბინადრების მფლობელთათვის სხვადასხვა მომსახურებაა ხელმისაწვდომი.
„Hot Dogs-ში“ შინაურ ცხოველების დაბანასა და გალამაზებაზე სერთიფიცირებული სტილისტები და ვეტერანები იზრუნებენ.
მომსახურებაში შედის: დაბანა, ბეწვის დავარცხნა, ფრჩხილებისა და ყურების გასუფთავება, კბილების გაწმენდა. შინაურ ცხოველებს ბეწვის ცვენის საწინააღმდეგო და ბზინვარებისთვის საჭირო პროცედურებსაც ჩაუტარებენ. ამასთან, სპეციალური ხსნარის საშუალებით პარაზიტებზე დაამუშავენებ.
„Hot dogs-ში“ შესაძლებელია შინაური ცხოველების დეკორატიულად შეღებვა, ბეწვის სრულიად უვნებელი საღებავით.
სალონში შინაური ბინადრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ოთხფეხა მეგობრისთვის ტანსაცმელი და სხვა აქსესუარები შეარჩიონ. იქ შინაური ცხოველების დღის ბოლომდე დატოვებაცაა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 995 593 62 62 66 ან იხილეთ სალონის "ფეისბუქის:" გვერდი https://www.facebook.com/HotDogsGeorgia





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics