14:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 17:00:53, 787 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველო ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად მზად არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველო ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად მზად არის.

როგორც მინისტრმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოში, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაც არ ყოფილა.

„რაც ხელისუფლება შეიცვალა , მას შემდეგ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაც კი არ ყოფილა. ხოლო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მუდმივად ხდებოდა მსგავსი ღონისძიებები,  ანუ ჩვენი სახელმწიფო უფრო ეფექტურად პასუხობს მსგავს გამოწვევბს, ვიდრე ადრე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში, ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 11კი, დაიჭრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics