17:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 15:59:19, 923 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი ამერიკულმა მხარემ დაიწუნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი ამერიკულმა მხარემ დაიწუნა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს.
აქედან გამომდინარე, კვირიკაშვილის განმარტებით, ბათუმის  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა  საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში მოექცა და აუქციონზე გადის.
"უადგილოა ეს მართლაც და სპეკულაციები. ამერიკული მხარისგან იქნა დაწუნებული ეს პროექტი იმ უნივერსიტეტისთვის, რომელზეც იყო საუბარი. ამაზე განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა და არსებობს შესაბამისი დოკუმენტიც. ეს ქონება ჩვეულებრივად მოექცა საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში. გადის აუქციონზე. თუ  შენობა უფრო მეტი ღირს, რა თქმა უნდა, ის ინვესტორები უფრო მაღალ შენატანს გააკეთებენ",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტექნოლოგიური უნივრესიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გამართა. ნარმანიას  თქმით, უნივერსიტეტის ასაშენებლად რამდენიმე ტერიტორიას განიხილავენ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაცია უკვე გვქონდა ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან. არის რამდენიმე ტერიტორია, რომელიც შეიძლება მათ შევთავაზოთ. გააჩნია პროექტი რა მოცულობის იქნება და შესაბამისად, რა ტერიტორია დასჭირდება. კონსულტაციებს აუცილებლად გავაგრძელებთ, როდესაც პროექტი წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისას  აშენებულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას ხელისუფლება აუქციონზე 25 მლნ დოლადარ ყიდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics