02:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 22:07:48, 1584 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი -ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას, ის ძალიან კომპლექსური და საინტერესო ისტორიული ფიგურაა

ძალიან კომპლექსური და საინტერესო ისტორიული ფიგურაა, რომელმაც ავტოკეფალია დაუბრუნა ქართულ ეკლესიას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება.

მისი თქმით, ის სანთლებს ანთებს და ლოცულობს ილია მეორის გადარჩენისთვის და ამისკენ მოუწოდებს სხვებსაც.

ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას. მე მასთან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს. ბოლოს ვნახე ბერლინში, კლინიკაში, რამდენიმე წლის წინ.
ის ძალიან კომპლექსური და საინტერესო ისტორიული ფიგურაა, რომელმაც ავტოკეფალია დაუბრუნა ქართულ ეკლესიას, ბევრ ადამიანს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს მისი როლის მიმართ, მაგრამ მე ვლოცულობ მისი გადარჩენისთვის და სანთლებს ვანთებ, ამისკენვე მოვუწოდებ სხვებს, - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics