00:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 17:27:54, 2276 ნახვა

სამხედრო
კადეტთა ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2022-2023 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 6 ივლისამდე ექნებათ. წელს პირველად, მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“.  ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, რეგისტრაციისთვის მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს და საბუთების მიმღებ კომისიას  ვებ-გვერდზე მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი წარუდგინოს. რეგისტრაციის შემდეგ, მოსწავლემ ლიცეუმში ჩასარიცხად გამოცდები უნდა ჩააბაროს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს. გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდება 9 და 10 ივლისს მათემატიკასა და ზოგად უნარებში. 

მოსწავლეთა მიღების კოორდინირებისა და გამჭვირვალობის მიზნით, კომისიაზე მოვლინებულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics