2020-03-27 21:24:26, 6388 ნახვა
Lifestyle
ლედი გაგამ ახალი ალბომის რელიზი პანდემიის გამო გადადო
მუსიკოსმა ლედი გაგამ თაყვანისმცემლებს საკუთარი "ინსტაგრამ" გვერდის მეშვეობით 2020-ის ალბომის პრეზენტაციის გადადების შესახებ აცნობა, რომლის პრემიერა 10 აპრილზე იყო დაგეგმილი. ღონისძიების გამართვის ახალი დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
"ამ ყველასთვის საშიშ დროს მე მწამს, რომ ხელოვნება ერთ-ერთი უძლიერესი ინსტრუმენტია , რომლის მეშვეობით ერთმანეთს მეტი ბედნიერების და განკურნების მოტანა შეგვიძლია. ასეთ რთულ დროს მე ალბომის გამოშვებას არასწორად ვთვლი..."-დაწერა გაგამ.
მომღერალმა აგრეთვე ყველა კონცერტზე და ტელეშოუზე და სხვა ღონისძიებებზე ვიზიტები გააუქმა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან