01:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 10:57:49, 335 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმა მოსალოდნელი არ არის

სინოპტიკოსების პროგნოზით,  დედაქალაქში, უახლოეს დღეებში, ძლიერი წვმის საშიშროება არ არსებობს.

ამის შესახებ „ექსპრენიუსს“ ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, 16–17 ივნისს დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.  აღმოსავლეთ საქართველოში კი, 16 ივნისს მოსალოდნელია სეტყვა და წვიმა.

„თბილისში, უახლოეს დღეებში ასეთი ძლიერი წვიმის საშიშროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. 16–17 ივნისს დასავლეთ საქართველოში  ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, თუმცა ასეთი ძლიერი წვიმა არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 16 ივნისს მოსალოდნელი იქნება სეტყვა და წვიმა, მაგრამ  რამდენად ძლიერი იქნება, ამას ვაზუსტებთ. პროგნოზს კიდევ დავაზუსტებთ“, – აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics