09:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 10:23:40, 354 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს პროექტს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები გაეცნენ

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს (სკოლის მოსწავლეებს) პრევენციული კომუნიკაციის პროექტი გააცნეს.

სხვადასხვა საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლემ მოისმინა ინფორმაცია ფულად-საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით. თბილისის იუსტიციის სახლში გამართული შეხვედრის მიზანი იყო 14-18 წლის მოზარდებში შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვალაუვალობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

მოსწავლეებმა მოისმენს პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იცოდნენ ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; რის უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვან თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმა, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დრო და ენერგია.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პრევენციული კომუნიკაციის პროექტი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA) ერთად ხორციელდება, რომლის მთავარი მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება ვალაუვალობის რისკებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ რამდენიმე ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics