10:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 11:33:52, 436 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე  იმსჯელეს.

შეხვედრას  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტი ბატონი გიგლა აგულაშვილი  და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად პრობლემებზე  და მის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე  მიმდინარე წელს განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებიცგანიხილეს,  კერძოდ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და შეფასების სისტემის ეტაპობრივი განვითარება,საავტომობილო საწვავის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება და მისი სტანდართან შესაბამისობაში მოყვანა.

შეხვედრაზე ასევე სამაცივრე და ჰაერის კონდიცირების სექტორში,  კვალიფიციური მომსახურების უზრუნველსაყოფად მემაცივრე-ტექნიკოსთა სწავლებისა და სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის დანერგაზეც იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics