|
2015-01-20 16:20:06, 411 ნახვა
საზოგადოება
შავგულიძე: საფუძვლიანი ეჭვია, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებმაც მისი შვილის მიმართ
„საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული იური ვაზაგაშვილის შვილის მიმართ“, - ამის შესახებ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა. შალვა შავგულიძის განმარტებით, აუცილებელია, რომ გამოძიება სწრაფად წარიმართოს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მასში მონაწილე პირები უმკაცრესად დაისაჯონ. „არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, თუ ეს არის მკვლელობა, ეს არის ერთ-ერთი უსაზარლესი დანაშაული, რომელიც ჩვენ საერთოდ გვსმენია. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს, სრულყოფილი, ეფექტური გამოძიება და სიმართლე იცოდეს საზოგადოებამ. თუ დანაშაულია, მე დარწმუნებული ვარ, ის გაიხსნება, დამნაშავე დადგინდება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მანამდე გამოუტანს ჯერ კიდევ ანონიმ დამნაშავეს თავის სასჯელს, უმკაცრესი საზოგადოებრივი მიუღებლობისა და გაკიცხვის სახით. როგორც ირინე ენუქიძემ გვიჩვენა დედობის მაგალითი, იური ვაზაგაშვილმა მამობის მაგალითი გვიჩვენა და თუ ეს დანაშაულია, ამ გრძნობის შებღალვა და შეურაცხყოფაა. როდესაც მამა იბრძოდა დაედგინა სიმართლე მისი შვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით კანონიერად იყო ის ლიკვიდირებული, თუ მოკლული იყო უკანონოდ და ასეთ დროს მამის წინააღმდეგ ასეთი საზარელი დანაშაული ხდება. ასეთ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული მისი შვილის მიმართ. ეფექტური და ნაყოფიერი გამოძიების იმედი მაქვს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, შვილის საფლავზე აფეთქდა.
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)