19:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 16:51:53, 520 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში ფესტივალი „ყველაზე ნიჭიერი“ დაიწყო

ზუგდიდის მუსიკალური სკოლის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს შორის „ყველაზე ნიჭიერი“ – ს გამოვლენის ღონისძიება დაიწყო.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ნონა თოლორაია, გამგეობის თანამშრომლები, ბულგარეთის ფესტივალის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელოვნების ცენტრ „ჰარმონია“–ს დირექტორი და საერთაშორისო ფესტივალი „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძე ესწრებოდნენ.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, სკოლამდელი აღსაზრდელები ერთმანეთს ცეკვაში, სიმღერაში, ინტელექტუალურ თამაშებში და ხატვაში შეეჯიბრებიან.

საბავშვო ბაღებს შორის გამარჯვებულს, ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ციცო თოლორაია, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია, განათლების განყოფილების უფროსი ზაზა გაბისონია, საერთაშორისო ფესტივალი „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძე და საკრებულოს აპარატის წევრები.

გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დასახელდებიან. პრველი ადგილის მფლობელ საბავშვო ბაღს ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით გადაეცემა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს 200 ლარი და მესამე ადგილზე გასულებს 150 ლარი, ხოლო დანარჩენ ნომინაციებზე გასულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics