23:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 12:42:49, 562 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა გურიანთაში ახლად გახსნილი საწარმო დაათვალიერა

800 ათასი ლარის ინვესტიცია და ახალი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, - ჩაის გადამამუშავებელი „ნატურა თი კომპანი“ სოფელ გურიანთაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. 

საწარმო, რომლის მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო, ექსპლუატაციაში 5 მაისიდან შევიდა. პროექტის განსახორციელებლად, კომპანიის მფლობელმა შეღავათიანი აგრორკედიტის პროექტის აგროლიზინგის კომპონენტით  59 ათას 778 აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლითაც ჩაის გადამამუშავებელი დანადგარები შეიძინა. სესხის 12 %-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო იხდის, ხოლო 3%-ს - მეწარმე.

„ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ეხმარება სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას. ქარხანაში მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ჩაი, რომელიც გადის ექსპორტზე. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას. უახლოეს მომავალში მთავრობა მეჩაიეობის განვითარების პროგრამას წარადგენს, რათა მაქსიმალურად დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა და აღდგეს ჩაის პლანტაციები. ეს არის ძალიან მომგებიანი და რენტაბელური წარმოება, რომელიც ათასობით ადამიანს დაასაქმებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საწარმო 100 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს, რომლისგანაც 25 ტონა პროდუქცია მიიღება. ნედლეულის 60%-ს მეწარმე ჩაის საკუთარი პლანტაციებიდან აიღებს, 40%-ს კი - მოსახლეობისგან.  ქარხანაში - 22, ხოლო ჩაის პლანტაციებში - 40-მდე ადგილობრივი დასაქმდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics