11:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 17:56:52, 834 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ორსულებისთვის ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა უფასოა

2018 წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ ორსულს, რომელიც რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს უფასოდ ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში (ერთჯერადად).

პროგრამა მოიცავს:

ფარისებრივი ჯირკვლის ექოსკოპიას;

თავისუფალი თიროქსინისა და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრას;

ენდოკრინოლოგის კონსულტაციას.

პროგრამაში მონაწილეობს ანტენატალურ კომპონენტში ჩართული 13 სამედიცინო დაწესებულება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის გაცნობის მიზნით ახორციელებს შეხვედრებს სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics