16:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 22:24:21, 954 ნახვა

რეგიონი
სოხუმში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, გუმისთის ხიდზე უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს გაუხსნეს. ავტომობილში მყოფი ორი პირი – პავლე არძინბა და დიმიტრი ხაგბა გარდაიცვალა.

პავლე არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი დაიღუპა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ მიმდინარე წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პავლე არძინბა დაკავებულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics