|
2017-12-12 15:24:41, 923 ნახვა
რეგიონი
დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე ბაკურიანში ჩასული დამსვენებელი ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს“ 2000 მეტრიანი სათხილამურო გზით ისარგებლებს. მთელი სეზონის მანძილზე დიდველის ტრასებს, საჭიროების შემთხვევაში, 34 თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. დიდველზე 4 საბაგიროა: გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი), ბიგელი და ფუნიკულიორი. ბაკურიანში 14 კმ. 7 სათხილამურო გზა ყველა ტიპის მოთხილამურის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დღის მანძილზე დიდველის საბაგირო ყოველდღე, 10:00-17:00 სთ-მდე იმუშავებს. ღამე სრიალის მოყვარულებს დიდველზე სრიალი ღამეც შეეძლებათ ტრასებზე დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი „ლედ განათებები“. ზამთრის კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)