2017-12-09 17:47:42, 9701 ნახვა
High - Tech
კომპანია Apple-ი Shazam-ს ყიდულობს
ამერიკული კომპანია Apple-ი პლატფორმა Shazam-ს შეიძენს, - ამის შესახებ Recode სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, კომპანიის მიერ პლატფორმის შესყიდვის შესახებ სავარაუდოდ მომავალ კვირაში განაცხადებენ.
მედიის ცნობით, Apple-ი Shazam-ს 400 მილიონ დოლარად შეიძენს. აღსანიშნავია, რომ მანამდე პლატფორმის საფასური ერთი მილიარდი დოლარი იყო.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არც ერთი კომპანიის წარმომადგენელს არ გაუკეთებია.
სააგენტო წერს, რომ Apple-ი სავარაუდოდ, საკუთარ iOS-ს სისტემაში Shazam-ის ინტეგრირებას შეეცდება.
ცნობისთვის, Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიაციაა.
ავტორი: ,