23:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 11:24:49, 943 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

აჭარის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის’’ - ფარგლებში კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებით 10-მა შშმ პირმა ისარგებლა. ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ წარმატებით დაესრულებინათ გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაუფლებოდნენ ბუღალტრის, ვებ– ინტერფეისის დეველოპერის და სასტუმრო სარესტორნო საქმის მწარმოებლის პროფესიულ უნარ–ჩვევებს, რაც მათ მომავალი დასაქმების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მისცემს.

სასწავლო კურსები საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ახალი ტალღა’’ და შპს ,,ფეიქრიშვილი და კომპანის’’ მიერ სასწავლო სერვისების მიწოდებით განხორციელდა.

ქვეპროგრამას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი’’ ახორციელებდა, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები პროფესიული უნარების შეძენის სურვილის მქონე შშმ პირების პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეძენა–ამაღლება მათ ინდივიდუალურ უნარებზე მორგებული პროფესიული სასწავლო კურსის შეთანხმებით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics