05:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 17:16:55, 1019 ნახვა

რეგიონი
პირველად გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება!

6 ოქტომბერი, „ახტალა“, 13:00-17:00 საათი - ქართული ღვინის კვირეული კახეთში, გურჯაანში აიღებს სტარტს და წარმოდგენილი იქნება, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ:

o          დააგემოვნოთ საუკეთესო კახური ღვინო და შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად;

o          მიიღოთ მონაწილეობა ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში, ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში,

o          დაათვალიეროთ თქვენთვის შექმნილი მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ღვინის ისტორიის პავილიონები;

o          მოისმინოთ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ფოლკლორული სიმღერები და იხილოთ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები;

o          მიიღოთ მონაწილეობა სახალისო გათამაშებაში და მოიგოთ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიერ დაწესებული საჩუქრები;

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics