13:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 19:46:57, 668 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა

საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბ (FabLab) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის მიწურულს გაიხსნა. 2015 წლის 27 აპრილს კი, ლაბორატორია ფაბლაბების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა. 

ფაბლაბ ილიაუნიმ ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა.

„სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) აღჭურვილია ისეთი დანადგარებით, როგორებიცაა 3D პრინტერი, 3D სკანერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი (CNC) და ა.შ. ლაბორატორია არის საშუალება გამომგონებლებისა და მეწარმეებისათვის, შექმნან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი სტარტაპ კომპანიების მშენებლობას“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ფაბლაბი კვირაში 7 დღე მუშაობს და 2 დღე სრულიად უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისათვის.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2015 წელს კიდევ 4 ფაბლაბს გახსნის. აქედან 2 რეგიონებში: ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში გაიხსნება. სულ მალე ვიხილავთ ფაბლაბს სამხატვრო აკადემიაში. 2015 წლის მეორე ნახევარში კი უფრო მაღალი დონის დანადგარებით აღჭურვილი ფაბლაბი საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში, ოქროყანში გაიხსნება.

ფაბლაბ ილიაუნის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ მისამართს

http://fablab.iliauni.edu.ge/ ან https://www.fablabs.io/fablabiliauni





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics