02:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 03:10:27, 660 ნახვა

რეგიონი
ძლიერმა ქარმა ართანას ტყეში ხანძრის კერები გააღვივა - ვითარება კონტროლირებადია

 ძლიერმა ქარმა სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის თითქმის ჩამქრალი კერების  ხელახლა გაღვივება გამოიწვია, თუმცა ღია ცეცხლი არ წარმოქმნილა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უბრალოდ ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

მათივე ინფორმაციით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ქარს მნიშვნელოვანი გართულება არ გამოუწვევია:

„მუშაობს ასობით მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსი და შსს-ს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვითარება კონტროლს ექვემდებარება“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

რაც შეეხება მთა თუშეთის მიმართულებას, იქ ნორმალური და სტაბილური ვითარებაა და უახლოეს პერიოდში ხანძრის ლიკვიდირებას ელოდებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics