2017-08-03 11:33:08, 707 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ტურისტი დაიღუპა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ტურისტი დაიღუპა.
როგორც „სპუტნიკ აბხაზიას“ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსპიკერმა, მიზნა ლომიამ განუცხადა, ცხედრები მაშველებმა დღეს დილით იპოვეს.
"დილით მაშველები წავიდნენ ტერიტორიის დასათვალიერებლად, სადაც აფეთქება მოხდა. მათ სამწუხაროდ ორი დაღუპული ტურისტი იპოვეს. ისინი ცხენით სეირნოდნენ იმ ადგილთან, სადაც აფეთქება მოხდა", - განაცხადა მიზან ლომიამ.
ცნობისთვის, აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. ისინი გუდაუთის და სოხუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან