|
2017-07-13 17:47:44, 794 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობა დადგენილია
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 ივლისს რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო შნაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი გვარები არ სახელდება. გარდა ამისა, ე.წ. უწყება არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პირია მკვლელობაში ეჭვმიტანილი. დე-ფაქტო ძალოვანი უწყება ასევე არ იძლევა განმარტებას იმის შესახებ, დააკავეს თუ არა ეჭვმიტანილები. პარალელურად რუსული მედია, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირია დაკავებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება რუსეთმაც დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს გუდაუთაში, ბოროტმოქმედები რუს ტურისტებს დაესხნენ თავს, რა დროსაც გაიტაცეს ბავშვები და ერთი ტურისტი მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)