06:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 10:31:03, 614 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა მოსახლეობის ე.წ. პასპორტიზაციის დაჩქარება მოითხოვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პასპორტებისა და "ბინადრობის მოწმობების" გაცემასთან დაკავშირებით "საგანგებო სხდომა" გამართა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრას ოკუპირებული რეგიონის ყველა რაიონის ე.წ. საპასპორტო განყოფილების წარმომადგენელი ესწრებოდა. შეკრებილებმა უკვე გაწეული სამუშაოები განიხილეს. 

"რაულ ხაჯიმბამ ყველა ე.წ. სამსახურის წარმომადგენელს საგანგებო დავალება მისცა, მოსახლეობის პასპორტიზაცია და ბინადრობის მოწმობების გაცემა დააჩქარონ", - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრეს-მდივანმა ნაალა ავიძბამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics