00:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 15:29:01, 770 ნახვა

რეგიონი
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წალკის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სოფლების მაცხოვრებლებს მეფუტკრეობის, ვეტერინარიის, მებოსტნეობის, მეკარტოფილეობის და მცენარეთა დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და მოგვარებაში დახმარება გაუწიეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი “მობილური ექსტენცია” უკვე ორი წელია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ.

2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა,  პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში,  მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16,  კახეთის - 22, იმერეთის- 15 სოფლის ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics