22:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 18:42:40, 758 ნახვა

რეგიონი
აჭარის სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე 2017 წლის 14 მარტს კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევას გულისხმობდა.

„სულ შემოვიდა 28 განცხადება. მეორე  ეტაპზე გადავიდა  შემდეგი  8 კონკურსანტი: ირაკლი ანანიძე; როლანდ გათენაძე; გიორგი ვარდოსანიძე; ნინო კურტანიძე; ინდირა ნაკაიძე; ზურაბ ნაკაშიძე; ზია საგინაძე; ნანა შავაძე.

განცხადების გადარჩევასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2017 წლის 17 მარტის ჩათვლით წერილობით მიმართონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველ საპრეტენზიო კომისიას, მისამართი ქ. ბათუმი. აკ. მამია კომახიძის  ქ. N119“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კონკურსის მომდევნო ეტაპი (გასაუბრება) გაიმართება 2017 წლის 21 მარტს 11:00 სთ. ქ. ბათუმი. აკ. მამია კომახიძის  ქ. N119.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics