2017-02-22 09:09:20, 997 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, კლუბ „არენაში“ გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში,ღამის კლუბ „არენაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
ორი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ხანძარი ღამის კლუბ „არენაში“ წინასწარი ვერსიით ელექტროსადენების მიზეზით კონდინციონერიდან გაჩნდა. შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა, რა დროსაც იქ თვითმხილველების თქმით 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით ნივთის დაზიანება-განადგურების მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან