14:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 18:24:10, 733 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ქალაქ ბათუმში „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალორი დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე 2016 წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმში ვაქცინოპროფილაქტიკის შედეგები, არსებული ხარვეზები და სარეკომენდაციო ღონისძიებები განიხილეს.

„2016 წელს ქალაქ ბათუმში ვაქცინოპროფილაქტიკას დაექვემდებარა 1 წლამდე ასაკის 3500 ბავშვი, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში დაიბადა 5543 ახალშობილი, რომელთა 95-98% ვაქცინირებულია B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ. სხვადასხვა ანტიგენის მიმართ იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებლები მეტია ან ტოლია 90%-ის, გარდა ტეტანუსი-დიფთერიისა, რომლის სამიზნე კონტინგენტი 14 წლის ასაკობრივი ჯგუფია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებულ იქნა ვაქცინაციის დროულ დაგეგმარებაზე, ვადების დაცვაზე, იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის წარმოებაზე, ,,ცვივი ჯაჭვის“ უსაფრთხოების დაცვაზე“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics