13:49 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 23:33:15, 779 ნახვა

სპეციალური ანონსი
17 იანვრის სპეციალური ანონსი

17 იანვარს, 09:30 საათზე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.
მის: 26 მაისის მოედანი 1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“.

17 იანვარს, 10:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში , განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტი პროფესორი ენდრიუ დიკსი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მის: ინგოროყვას ქ. #7 

17 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმროში „Mercure“ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia“, კონფერენციას გამართავს.
თემა: „გამოწვევები საქართველოს რკინიგზაში“. 
მის: ვახტანგ გორგასლის ქ. N 9

17 იანვარი, 11:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, საცობების შემცირების საკითხებზე კონფერენცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გახსნის.
თემა: სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიები.
მის.: ა. ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია მაესტროს გვერდით), მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.
საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415

17 იანვარს, 11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრებიან. 
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,თსუ-ს I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

17 იანვარს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ნინო კალანდაძის პრესკონფერენცია გაიმართება. 

17 იანვარს, 11:15 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გიორგი ბოტკოველის პრესკონფერენცია გაიმართება.
კალანდაძე - 595 03 77 22

17 იანვარს, 14:00 საათზე, ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითადი პრინციპებისა და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის გასაცნობად ბათუმში, სასტუმრო ”რედისონში” შეხვედრა გაიმართება. 

17 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ექვთიმე თაყაიშვილის (წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის) შრომების I ტომის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: რუსთაველის გამზ. #52; V სართული; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი.

17 იანვარს, 18:00 საათზე, სოფელ დიღომში, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება. ჰოსპისს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე. 
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

17 იანვარს, 18:00 საათზე, Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაუძღვება. 
თბილისის საკრებულო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics