01:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 14:07:24, 438 ნახვა

საზოგადოება
დაცულ ტერიტორიებს შორის ეკოკორიდორები ჩამოყალიბდება

სასტუმრო „ვერე პალასში“ რეგიონული პროექტის - „ ეკოლოგიური კორიდორები კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი დაცულ ტერიტორიებს შორის დამაკავშირებელი ეკოკორიდორების შექმნას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში პილოტურ კორიდორად შერჩეულია დასავლეთ მცირე კავკასიონი. პროექტის ფარგლებში ეკოკორიდორების ფონდი ჩამოყალიბდება, გრანტის მოცულობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონში 8 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობისთვის, პროგრამა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW)  და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს ( BMZ) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პრეზენტაციას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს, სომხეთისა და  აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics