16:07 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 10:43:09, 451 ნახვა

საზოგადოება
უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 8638 კვ.მ. აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე სოფელს ჭაქვინჯს, ჯიხაშკარს, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარისთვის საფუძვლის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით ისარგებლებს 670 სოფლის მკვიდრი და არაპირდაპირ ამ გზით ისარგებლებს 3000 მდე ბენეფიციარი.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის მიმდინარეობის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება შეადგენს 482.000 ლარს და იგი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics