03:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 16:49:44, 464 ნახვა

საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

"საქართველოს თითოეულ აზერბაიჯანელ მოქალაქეს გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი ყოფილიყოს სიხარულის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისათვის, რაც ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოს წარმატების საწინდარია.  ჩვენ ერთად ვაშენებთ სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს და ვამაყობთ, რომ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით, სწორედ ეს მრავალფეროვნება მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სიმდიდრედ და წარმატებული მომავლის გარანტად", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

21 მარტს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის დღედ მიიჩნევა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics