17:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 13:55:11, 467 ნახვა

საზოგადოება
ელბაქიძის აღმართზე ქვაფენილს ასფალტი შეცვლის

ჯავახიშვილის ქუჩაზე  (ელბაქიძის აღმართზე) ქვაფენილის ნაცვლად ასფალტი დაიგება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ელბაქიძის აღმართზე ქვაფენილის დაგების შემთხვევაში, მერიას სამუშაოები გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებოდა.

რაც შეეხება გზის გახსნას, სუდაძის თქმით ეს ამინდზეა დამოკიდებული.

„მერიამ გადაწყვიტა უფრო მდგრადი, მოდიფიცირებული ასფალტის საფარით შეეცვალა ელბაქიძის აღმართი.  დღეს ტემპერატურას ვაკვირდებით. პირველივე მზიან ამინდში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15გრადუსს გადასცდება, დავაგებთ ასფალტს და დასრულდება ობიექტი“, – აღნიშნა სუდაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics