17:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 13:43:46, 494 ნახვა

საზოგადოება
თემურ ხომერიკი: გრუზინული პადხოდია - ვიღაცის ინტერესები თუ არ გაითვალისწინე, ე.ი.მიუღებელი ხარ

"ვიღაცის ინტერესები თუ არ გაითვალისწინე საქართველოა, გრუზინული პადხოდია, ე.ი.მიუღებელი ხარ",-ამის შესახებ  „თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა იმ კითხვებთან დაკავშირებით განაცხადა,  რომელიც მასთან საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებსა" და საკრებულოს ოპოზიციას აქვს.  
ამ წუთებში თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ფრაქციის დახურულ სხდომაზე უსმენენ.
ხომერიკის თქმით, თბილისში ძალიან ბევრი პროექტი საეჭვოდ შეჩერებული იყო.  მისივე მტკიცებით,  ყველა პროექტი 2015 წელს შესრულდება.
რაც შეეხება უშუალოდ მის  მიმართ შეკითხვებს, "თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი" მას  პოლიტიკურ კონიუქტურას უკავშირებს.
"პროექტები არ იყო წლობით შეთანხმებული, რის გამოც ფაქტობრივად, არსებობს აშენებული სახლები.ახლა სამ სახლს გადავცემთ ქალაქს, რომელიც დავასრულეთ ახლახანს. ვიღაცას სჭირდება პოლიტიკური კონიუქტურისთვის, რომ ის არ მუშაობს, ეს არ მუშაობს, მე ვმუშაობ. იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესები თუ არ გაითვალისწინე საქართველოა, გრუზინული პადხოდია, ე.ი.მიუღებელი ხარ. გუშინ საუკეთესო იყავი,  დღეს მიუღებელი ხარ. ამიტომ კომენტარსაც არ გავაკეთებ ამაზე. ძალიან ბევრი პროექტი ძალიან საეჭვოდ შეჩერებული იყო",-განაცხადა ხომერიკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics