03:08 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 12:52:00, 534 ნახვა

სამხედრო
ბრიტანელმა მწვრთნელმა ქართველ სამხედროებს ბოლო მითითებები მისცა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 13 ქართველი სამხედრო მოსამსახურე სან-დიეგოს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამხედროები პროფესიონალურ მომზადებას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდის მწვრთნელთან რიჩარდ ოზბორნთან გადიან. ბრიტანელ მწვრთნელმა, რომელიც საქართველოში სპეციალურად სან-დიეგოს ჩემპიონატის წინ ჩამოვიდა, ქართველ სამხედროებს ბოლო მითითებები მისცა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ მასტერკლასს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი დაესწრნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს ქართველი სამხედროების მომზადების დონეზე, შემართებასა და სულისკვეთებაზე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-12 მარტს აშშ-ში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედროების მონაწილეობით, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" ("WOUNDED WORRIERS GAMES“) იმართება. ჩემპიონატში  საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული 10 ქვეყნის  შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 350 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ნატოს არაწევრი ერთადერთი ქვეყნის - საქართველოს დაჭრილი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics