12:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 13:35:06, 1278 ნახვა

პოლიტიკა
ხიშტოვანი: იმედის ბანკი პატარა ბომბია, რომელმაც შეიძლება, მთელი ფინანსური სისტემა დააზიანოს

„იმედის“ მიერ საკუთარი ბანკის შექმნის ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ხიშტოვანი მკვეთრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება „პატარა ბომბს“ ჰგავს, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ფინანსურ სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

მისი შეფასებით, საუბარია ეროვნულ ბანკზე შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე და საფრთხეზე, რომ შეიქმნას „ჯიბის ბანკი“, რომელიც სანქციების არიდებას მოემსახურება.

"იმედის" ბანკის შექმნა არის პატარა ბომბი, რომელიც შეიძლება, აფეთქდეს ქვეყანაში და ააფეთქოს მთელი ფინანსური სისტემა. ამ გადაწყვეტილებით, რომელიც, იმედი მაქვს, არ არის შესაძლებელი, რომ ქნან, ფაქტობრივად, მიდის ეროვნული ბანკის შანტაჟი. შანტაჟი, ამ შემთხვევაში, მიდის "იმედის" მხრიდან და "ქართული ოცნების" მხრიდან. ახლა, ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად, ცაიტნოტშია ეროვნული ბანკი, რომ დაეხმაროს "იმედი ბანკს"  საქმიანობის დაწყებაში. უდიდეს წნეხი იქნება ბანკის პრეზიდენტზე, პოლიტიკური წნეხი იქნება მასზე, ბანკის თანამშრომლებზე იქნება უდიდესი წნეხი. ფაქტობივად, იქნება "ჯიბის ბანკი", სანქციების არიდების მიზნით შექმნილი და თუ ასეთ ბანკს მისცა ეროვნულმა ბანკმა საქართველოში საქმიანობის ლიცენზია, ეს იქნება კატასტროფა და ეს მიწასთან გაასწორებს ჩვენი ფინანსური სისტემის სანდოობას და რეპუტაციას, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics