2026-01-29 14:50:41, 422 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე - ცვლილებები ინდმეწარმეებს არ შეეხება
ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. გორდულაძე ამბობს, რომ ცვლილებები ინდივიდუალურ მეწარმეებს არ შეეხებათ.
"მეწარმე იურიდიულმა პირმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა კი პარტიებმა უნდა აკეთონ. თუ კონკრეტული იურიდიული პირი, მეწარმე იურიდიული სუბიექტი პოლიტიკაში ჩაერთვება, ანუ მისი აქტივობა საზოგადოების აზრის ფორმირებისკენ იქნება მიმართული და ეს მის საქმიანობასთან არ იქნება კავშირში, ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. ინდივიდუალურ მეწარმეებს კი წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ეხებათ". - თქვა გორდულაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,