17:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-03 17:49:43, 630 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს, ნარკოტერორიზმის შეთქმულება, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება

ამერიკის გენერალურმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში.

ნიკოლას მადუროს ბრალად ედება ნარკოტერორიზმის შეთქმულება, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება, იარაღის და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობა, აგრეთვე იარაღის და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულება შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

განცხადების მიხედვით, ისინი უახლოეს მომავალში ამერიკული მართლმსაჯულების სრული სიმკაცრის წინაშე წარდგებიან — ამერიკის მიწაზე, ამერიკულ სასამართლოებში.

მადურო ნიუ-იორკში გადაჰყავთ — წერს ABC News

ტელეარხის წყაროების ცნობით, ვენესუელის დაკავებული პრეზიდენტის დაკავების ზუსტი ადგილი უცნობია. თუმცა, მანჰეტენზე ფედერალური სასამართლო პროცესის წინაშე ბრალდებულები, როგორც წესი, ბრუკლინის დაკავების ცენტრში იმყოფებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics