13:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 16:51:27, 10554 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პრაქტიკული ციფრული უნარების გასაძლიერებლად კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას Canva- გამოყენების კურსი დაემატა.

კურსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიგონ:

  • როგორ შექმნან პროფესიონალური ვიზუალური კონტენტი Canva-ს დახმარებით;
  • როგორ მოამზადონ სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და სარეკლამო მასალები ერთიანი ვიზუალური სტილით;
  • როგორ გააძლიერონ ბრენდის აღქმა ციფრულ არხებში მინიმალური რესურსებით;
  • როგორ გამოიყენონ Canva, როგორც ყოველდღიური მარკეტინგული ინსტრუმენტი.

კურსს უძღვება ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი, რომელიც მონაწილეებს Canva-ს გამოყენების შესახებ  პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

„დღეს ციფრულ არხებში ეფექტიანი კომუნიკაცია ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში ეხმარება. ახალი კურსით გვინდა, მცირე და საშუალო ბიზნესებს გავუზიაროთ მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ პროფესიონალური და ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ბიზნესკურსის პლატფორმის კიდევ უფრო განვითარებას განვაგრძობთ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მარკეტინგის, ფინანსების, გაყიდვებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics