16:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 00:08:09, 1452 ნახვა

პოლიტიკა
შსს-მ ორი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი სისხლის სამართლის წესით დააკავა

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს.

აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს", - აცხადებს შსს. 

დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულებს მეგობრები მეორე დღეა ეძებენ. მათი ცნობით, ისინი "გაიტაცეს". 

ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა მოძრაობა "მწვანე სოლი - ჩემი სამშობლოს" ლიდერები არიან. ვოლოდიმირ დუბოვსკი ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო ვლადივოსტოკში. მან რუსეთი 2021 წელს დატოვა. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ ის "ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში" შეიყვანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics