12:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-17 18:18:27, 797 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთ-უკრაინის შეთანხმებით, კიევი 100-მდე ფრანგულ ავიაგამანადგურებელს შეიძენს

დღეს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კიევს 100-მდე ფრანგული წარმოების Rafale-ის ტიპის ავიაგამანადგურებლისა და სხვა აღჭურვილობის შეძენის საშუალებას მისცემს.

ცნობილია, რომ გარიგება ასევე ეხება ახალი თაობის SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარების სისტემებსა და დრონებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით დოკუმენტში გაწერილი პირობების განხორციელება, დაახლოებით, 10 წლის ვადით იგეგმება.

"მადლიერი ვარ საფრანგეთის, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მთელი ფრანგი ხალხის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics