22:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 10:36:35, 595 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ. თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე

"ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებს. - ამის შესახებ ხაზარაძემ განაცხადა.

მისი მტკიცებით, თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე ორი ანკლავი გაჩნდება. ეს ამსტერდამის ცენტრის ან ნიუ-იორკში, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაა. 

"საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ. თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე ორი ანკლავი გაჩნდება. ეს ამსტერდამის ცენტრის ან ნიუ-იორკში, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაა. უკვე დაანონსებულ ფასს მხოლოდ არაბები თუ შეწვდებიან, რადგან ქართველისთვის დღეს ეს შეუძლებელია. ამ გარიგებით მივიღებთ ორ დასახლებულ არაბულ სატელიტ ქალაქს ბათუმსა და თბილისში.

სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო

დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან პირდაპირ რომ ვთქვათ - ივანიშვილის არაბულ აფიორასთან! ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება!

პირდაპირ ვამბობ, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს! ეს დანაშაულია!" -აცხადებს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics