11:27 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-22 17:48:18, 555 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით აპექს დეველოპმენტი „აპექს ნუცუბიძის” III ბლოკს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბაზისბანკის ფინანსური პარტნიორობით დეველოპერული კომპანია აპექს დეველოპმენტი „აპექს ნუცუბიძის“ III ბლოკს აშენებს.

აპექს დეველოპმენტი მზარდი დეველოპერული კომპანიაა, რომლის პროექტებიც მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პირობებით გამოირჩევა. „აპექს ნუცუბიძე“ თანამედროვე, მრავალფუნქციური, დახურული კომპლექსია, რომელიც ლისის მიმდებარედ, ნუცუბიძის პლატოზე, პაატა დათუაშვილის 22-ში მდებარეობს.

პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა, როგორებიცაა: მიმზიდველი ადგილმდებარეობა, ქალაქზე იშლება ულამაზესი პანორამული ხედები, კომფორტული გარემო, გამწვანება და რეკრეაციული ზონები. „აპექს ნუცუბიძე“ როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და საოფისე ფართებს მოიცავს. ბინების მინიმალური ფართი 49 კვ.მ.-დან იწყება. ობიექტს აქვს ოთხ-დონიანი დახურული საპარკინგე ზონა, უზრუნველყოფს გამწვანებულ გარემოს და ბავშვებისთვის მოპირკეთებულ გასართობ ზონებს, რაც იდეალურ საცხოვრებელ პირობებს ქმნის.

პროექტი 2027 წლის სექტემბერში დასრულდება და მომავალ მობინადრეებს თეთრი კარკასის კონდიციაში ჩაბარდება.

აპექს ნუცუბიძის III ბლოკში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics