09:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 11:35:04, 701 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ნაცვლად იმისა, ასრულებდეს ხიდის როლს, მან აირჩია კედლის როლი

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის გერმანიის ელჩს. 

მას იმედი აქვს, რომ გერმანიის მხრიდან ელჩის პიტერ ფიშერის კონსულტაციისთვის გაწვევა გერმანიის მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების "გადატვირთვის სიგნალია".

"ჩვენ ვფიქრობთ მაინც, რომ როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხარო არის. ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი - 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე, ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის უნდა იყოს", - თქვა პიტერ ფიშერმა. 

19 ოქტომბერს გერმანიამ საქართველოდან ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციისთვის გაიწვია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ თავს ესხმის ევროკავშირს, გერმანიასა და ელჩს, ამიტომ გახდა საჭირო ელჩის დროებით გაწვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics