12:54 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-13 17:15:13, 1163 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის sCoolApps-ს უკვე 150,000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს

მოზარდები ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ადრეულ ასაკში ჰქონდეთ საჭირო საბაზისო ცოდნა, რადგან  ფინანსური განათლება  მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია.

sCoolApp, რომელსაც უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს  ამ პროცესს უფრო მეტად საინტერესოს და მარტივს ხდის. აპლიკაცია მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსური ოპერაციები, ხოლო მშობლებს კი -  დისტანციურად აკონტროლონ მათი აქტივობები.

sCoolApp მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს:

ფინანსური ოპერაციები

თანხის გადარიცხვა, მობილურის შევსება, ხარჯების გაყოფა მეგობრებთან და მშობლებთან - ამ ყველაფრის გაკეთება ბავშვს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია. 

ყულაბა

მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი მიზნებისთვის sCoolApp-ში ყულაბა გახსნან.  დაგროვების ეს მეთოდი ბავშვებისთვის მოტივაციაა, რომელიც, ამავდროულად, მიზნისკენ სვლასაც ასწავლის.

მეგობრის მოწვევა

აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლე მარტივად იპოვის მოწვევის კოდს, რომლის გაზიარება  მეგობრებთან შეუძლია.  მოსწავლემ sCoolApp-ში მოცემული ინდივიდუალური კოდი მეგობარს უნდა გაუზიაროს, რომელსაც ის რეგისტრაციისას მიუთითებს. მას შემდეგ, რაც კოდით მეგობარი დარეგისტრირდება ორივე 5-5 ლარს მიიღებს. (კვირაში მაქსიმუმ 10 მოწვევა).

შეთავაზებების სივრცე

სასიამოვნო და მხიარული დროის გატარება სკოლის მერე ყველას სურს, საჭიროა მხოლოდ sCoolApp-ში შესვლა, სადაც დახვდებათ სპეციალურად მათზე მორგებული აქციების სივრცე. მოსწავლეებს შეთავაზებების გააქტიურება აპლიკაციაშივე შეუძლიათ. ამის შემდეგ კი  კვების ობიექტზე ბარათის პოსტერმინალზე გატარებაღა რჩება.

და ბოლოს, არ გამორჩეთ sCoolApp-ის საჩუქრების კამპანია 

გარდა აპლიკაციის ყოველდღიური შესაძლებლობებისა, არ დაგავიწყდეთ, რომ sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია გრძელდება. კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ თავისი კოდით sCoolApp-ში  3 მეგობარი უნდა მოიწვიოს. მეგობრების რეგისტრაციის შემდეგ, ის  1500-მდე  საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებს.) 

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად შეუკვეთავთ. ამისთვის, BOG App-ში მარტივი პროცესის გავლაა საჭირო, რის შემდეგაც ჯადოსნური თავგადასავლები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics