22:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-26 10:31:00, 1827 ნახვა

მსოფლიო
ვუჩიჩი აშშ-ის სანქციების გამო პრობლემებს აწყდება, სერბეთს მძიმე ზამთარი ელის

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი აშშ-ის სანქციების გამო პრობლემებს აწყდება: სერბეთს რთული პერიოდი და მკაცრი ზამთარი ელის - წერს სერბული პრესა.

1 ოქტომბრიდან სერბეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია, NIS, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცევა.

პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანას მკაცრი ზამთარი ელის, რადგან ბელგრადი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებაში ვაჭრობის საგანი გახდა.

10 იანვარს აშშ-მ სერბეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია სანქციების სიაში დაამატა ე.წ. „მეორადი რისკის“ გამო - რადგან NIS-ის აქციების თითქმის ნახევარი რუსეთს ეკუთვნის.

NIS-ის წინააღმდეგ სანქციები ექვსჯერ გადაიდო. ბოლო შემთხვევა 26 სექტემბრამდე იყო. სერბეთის ხელისუფლება აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც რუსულ, ასევე ამერიკულ მხარეებთან, მაგრამ ერთადერთი, რისი მიღწევაც მათ მოახერხეს, ოთხდღიანი გახანგრძლივება იყო. სანქციები ძალაში 1 ოქტომბრიდან შედის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics