14:02 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-13 14:25:43, 1213 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან

არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან, სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორებთან ხანგრძლივი საუბრები ჰქონდა.

მისივე თქმით, არსებობენ ქვეყნები, განსხვავებული პერსპექტივები, მაგრამ მათი პოზიცია ერთნაირია.

„ომი უნდა დასრულდეს. უნდა გამოვიყენოთ უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილება, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან ჩვენი მოტყუება. ამჟამად არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან. უკრაინის, აშშ-ის, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის, რომელიც მშვიდობას ეძებს, კოორდინირებულ ძალისხმევასა და ერთობლივ ქმედებებს ნამდვილად შეუძლია, აიძულოს რუსეთი დაამყაროს მშვიდობა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics