12:45 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-29 18:55:03, 7867 ნახვა

სამხედრო
აშშ-ის საელჩო: Agile Spirit-ის წვრთნები შავი ზღვის სტაბილურობისადმი აშშ-ის ერთგულებას აჩვენებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „Agile Spirit 2025“ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისადმი აშშ-ის ერთგულების დემონსტრირებას უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დიპლომატიური მისია წერს:

„Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე საკავალერიო პოლკის 1-ლი ასეულის ჯარისკაცებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კოლონის ოპერაცია ჩაატარეს. კოლონა სენაკის საწვრთნელი პოლიგონიდან ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე გადავიდა. „ეს წვრთნები ნათლად აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და მოკავშირეთა თანამშრომლობის სიძლიერისა და მნიშვნელობის მიმართ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს საქართველოში მეთორმეტე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Agile Spirit დაიწყო. წვრთნები რეგიონის ორ ქვეყანაში: საქართველოში და თურქეთში ჩატარდა.

Agile Spirit 2025-ში მონაწილეობენ კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოს, აშშ-ისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე ორი მრავალეროვნული დანაყოფი. წვრთნების მიზანია მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის, ურთიერთქმედებისა და ოპერატიული შესაძლებლობების ამაღლება.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „Agile Spirit“ მეთორმეტედ ატარებს. ეს წვრთნები 2024 წელს საქართველოში არ ჩატარებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics